სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ფიცოს პარასკევს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა. 71 წლის პირს მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თავდამსხმელმა 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა.