სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის გაგზავნილ კონვერტში ტყვია აღმოაჩინეს, პოლიციამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გაუგზავნეს კონვერტი, სადაც ტყვია აღმოაჩინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ინციდენტი დღეს დილით მოხდა.
როგორც მედია წერს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის განკუთვნილი ფოსტის შემოწმებისას, კონსტიტუციური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური მისიების დაცვის ოფისის წევრები წააწყდნენ კონვერტს, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო. შემდგომმა რენტგენოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მასში ტყვია იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, წერილი უცნობი ადგილიდან გაიგზავნა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.