სლოვაკეთის პოლიციამ ორ სატვირთო მანქანაში ჩაკეტილი 78 მიგრანტი დააკავა
სლოვაკეთის პოლიციამ ორ სატვირთო მანქანაში ჩაკეტილი 78 მიგრანტი დააკავა. სატვირთო ავტომობილები სამართალდამცავებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩეხეთის საზღვართან ქალაქ ჟილინაში გააჩერეს.
სირიელი, ერაყელი და ირანელი მიგრანტები რუმინეთიდან უნგრეთის გავლით გერმანიაში აპირებდნენ ჩასვლას. ორივე მძღოლი თურქეთის მოქალაქეა. როგორც სლოვაკეთის მედია წერს, მათ თითოეული მიგრანტის არალეგალურად გადაყვანის სანაცვლოდ 500 ევრო გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე ევროკავშირის ქვეყნები უახლოესი ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან 34 ათასი ლტოლვილის მიღებაზე შეთანხმდნენ.