სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტი გამომძიებლის იან კუჩიაკისა და მარტინა კუსნიროვას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა
სლოვაკეთის პოლიციამ ჟურნალისტი გამომძიებლის იან კუჩიაკისა და მარტინა კუსნიროვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle, ჟურნალისტის ოჯახის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამართალდამცველი უწყებაც ავრცელებს. თუმცა, პოლიციის გვერდზე დაზუსტებული არ არის, რომელ საქმესთან დაკავშირებით აიყვანეს ეჭვმიტანილები.
ჟურნალისტი-გამომძიებელი იან კუჩიაკი, მარტინა კუსნიროვასთან ერთად, მიმდინარე წლის 21 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მედიაწარმომადგენელი ხელისუფლებაში არსებული კორუფციასა და სლოვაკი პოლიტიკოსების იტალიის კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირებს იძიებდა. თავდასხმა სლოვაკეტში შეკვეთილ მკვლელობად შეაფასეს. გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. შედეგად, თანამდებობების დატოვება მოუწიათ პრემიერსა და შს მინისტრს, ასევე პოლიციის უფროსს. იან კუჩიაკის მოძიებული მასალები მისი გარდაცვალების შემდეგ კოლეგებმა გამოაქვეყნეს.