სლოვაკეთის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVS-ის რეორგანიზაციას დაუჭირა მხარი
სლოვაკეთის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVS-ის რეორგანიზაციას დაუჭირა მხარი. პროტესტის ნიშნად, კენჭისყრას არ დასწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. გეგმა მოიცავს მაუწყებლობისა და ხელმძღვანელობის ცვლილებას. კანონი ძალაში ივლისიდან შევა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, კანონპროექტში გაწერილმა ზოგიერთმა ცვლილებამ საზოგადოების პროტესტი და მედიის თავისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის შესახებ შეშფოთებები გამოიწვია. მთავრობა მაუწყებელს ბრალს სდებდა მიკერძოებასა და მეინსტრიმული აზრის იგნორირებაში. ახალი კანონით შეიცვლება მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი.
RTVS-ის დირექტორის, ლუბოშ მახაის თქმით, ეს „შავი დღეა“ სლოვაკური მედიისთვის. ახალი კანონმდებლობით მაუწყებლის დირექტორი შეიცვლება მისი ვადის ამოწურვამდე. ამ პოსტს დაიკავებს პარლამენტისა და კულტურის მინისტრის მიერ დანიშნული ცხრაწევრიანი საბჭო. შეიცვლება არხის სახელიც და STVR – სლოვაკური ტელევიზია და რადიო დაერქმევა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ ცვლილებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.