სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას, – აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ბორის კოლარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ფასეულობებს ეფუძნება. მჯერა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების და ხალხების საკეთილდღეოდ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიზრუნებ ჩვენ პარლამენტებს შორის პარტნიორობის განმტკიცებისა და გააქტიურებისთვის“, – აღნიშნა მისალოც წერილში სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა.