სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს
სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გისურვოთ ჯანმრთელობა, კრეატიულობა და წარმატება ესოდენ მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობისას. გისურვებთ, რომ თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს თან ახლდეს სიმტკიცე და ბალანსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მეგობრულია. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და დავადასტურო ჩემი ინტერესი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარების მიმართ, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების სასიკეთოდ. ამ მხრივ ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სლოვაკეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი კონტაქტები და დიალოგი კიდევ უფრო გაღრმავდება“, – წერს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე მისალოც წერილში.