სლოვაკეთის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის მკაცრ საკარანტინო ზომებს შემოიღებს
სლოვაკეთის ხელისუფლება მკაცრ საკარანტინო ზომებს შემოიღებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არავქცნირებული არიან ან კორონავირუსი არ აქვთ გადატანილი.
აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.
„ეს არის ლოქდაუნი არავაქცინირებულებისთვის“, – აღნიშნა ჰეგერმა.
შესაბამისად, ასეთი ადამიანები ვერ შეძლებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლას (პირველადი დანიშნულების პროდუქციის ყიდვის გარდა), ასევე საჭირო მომსახურების მიღებას და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას.
სლოვაკეთში არსებული კლინიკები კრიტიკულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.