სლოვაკეთის დედაქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა აბორტის აკრძალვის მოთხოვნით დემონსტრაცია გამართა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ათობით ათასმა ადამიანმა აბორტის აკრძალვის მოთხოვნით დემონსტრაცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) ავრცელებს.
აბორტის შესახებ კანონი სლოვაკეთში შედარებით ლიბერალურია ისეთი ქვეყნებისგან გასხვავებით, როგორებიცაა პოლონეთი და მალტა, სადაც ევროკავშირის ფარგლებში აბორტის შესახებ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები არსებობს.
სლოვაკეთში აბორტი სურვილის მიხედვით ნებადართულია ფეხმძიმობის 12 კვირის ვადამდე, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაშვებულია 24 კვირის ვადამდეც.
სლოვაკეთის პარლამენტი მიმდინარე თვეში აბორტის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხის განხილვას იწყებს. კონსერვატორი და ულტრამემარჯვენე კანონმდებლები ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ნებადართული ვადის 6-8 კვირამდე შემცირებას, ან საერთოდ აკრძალვას ითხოვენ.
სააგენტო „ფოკუსის“ გამოკითხვით, სლოვაკეთში რესპონდენტთა 55,5% არ უჭერს მხარს აბორტის შეზღუდვას, 34,6% კი აღნიშნული ინიციატივის მომხრეა.