სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ შოკირებულია
სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ შოკირებულია.
„შოკირებული ვარ იმით, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისადმი სიძულვილმა. ჩვენ შეიძლება, ვერ შევთანხმდეთ ყველაფერზე, მაგრამ არსებობს ბევრი გზა, რათა გამოხატო შენი განსხვავებული აზრი დემოკრატიული გზით და კანონიერად“, – განაცხადა პიტერ პელეგრინიმ.
მისივე თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები უნდა გამოხატო საარჩევნო ყუთთან და არა იარაღით ხელში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია. სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რობერტ ფიცოს დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია.