სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს დაავალა, პერსონალის რაოდენობა 35-ით შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობის შემცირების მიზეზად უწყებაში კიდევ ერთი რუსი დიპლომატის მიუღებელ საქმიანობას ასახელებენ.

„ეს ნაბიჯი არის გარდაუვალი რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიoრობას“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, იურაი ტომაგას განცხადებაში.

სლოვაკური მედიის ცნობით, 35 დიპლომატის გაძევებით რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით ნახევრდება.

14 მარტს სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევა.