„სკრიპალის საქმეზე“ რუსეთის საელჩომ ოფიციალურ პარიზს შესაბამისი ნოტა გაუგზავნა და 10 კითხვით მიმართა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, განმარტოს, ესწრებოდნენ თუ არა ფრანგი სპეციალისტები 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლული სერგეი და იულია სკრიპალებისგან ბიომასალების შეგროვების პროცესს.
10 კითხვა შესაბამის ნოტასთან ერთად, რუსეთის საელჩომ ოფიციალურ პარიზს დღეს გაუგზავნა.
რუსი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის, ასევე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო, დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.
ლონდონს სოლიდარობა 30-მდე ქვეყანამ გამოუცხადა. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს რუსეთის 150-მდე წარმომადგენელი შეწყვეტს და სამშობლოში დაბრუნდება.