სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ
13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, კორონავირუსზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც „პისიარ“, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ უკვე მეშვიდედ ჩატარდა და ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სკოლის მიერ კოვიდინფექციის შიდა გავრცელების პრევენციისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგია“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.