სკოლებში საგანი „მოქალაქეობა“ შემოდის, რომლითაც დაზღვევის, ფინანსების მართვის, ბულინგის და სხვა საკითხებს შეასწავლიან
სკოლებში საგანი „მოქალაქეობა“ შემოდის, რომლითაც დაზღვევის, ფინანსების მართვის, ბულინგის და სხვა საკითხებს შეასწავლიან

სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება ძლიერდება. თუ დღეს მოქმედი სასწავლო გეგმით სამოქალაქო განათლება მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, 2019-2020 სასწავლო წლიდან ამ საგნის სწავლება მე-7-მე-8-მე-9 კლასებში განხორციელდება.

სიახლეს განათლების მინისტრის 3 მაისის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომლითაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის. საგანს „მოქალაქეობა“ ერქმევა და მის შინაარსს დაემატება შემდეგი მიმართულებები: კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო, თანასწორობა სკოლაში, მწვანე სკოლა, ბულინგი, ჯანსაღი კვება, ადრეული ქორწინება, ვანდალიზმი, ბრაკონიერობა, კერძო და საჯარო საკუთრება, პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვა და ქველმოქმედება, გადასახადები, ფინანსური ორგანიზაციები, დაზღვევა, ფინანსური რისკები, თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება, ვალუტა და გაცვლითი კურსი, ინვესტირება, ურთიერთობა მუნიციპალურ ორგანოებთან, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, მასმედია – მეოთხე ხელისუფლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საერთაშორისო საფრთხეები (ტრეფიკინგი, ტერორიზმი, დევნილობა), საქართველო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში. კლიმატის ცვლილება, ენერგიის ალტერნატიული წყაროები და ა.შ.

როგორც განათლების სამინისტროში პირველ არხს განუმარტეს, ფინანსური წიგნიერების ეროვნულ სასწავლო გეგმაში სათანადოდ ასახვა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.