სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, თბილისის ბაღებში კი, 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს, რომ 30 დეკემბერი სამუშაო დღეა და ამიტომ არდადეგები თბილისის ბაღებში 31 დეკემბრიდან დაიწყება.
სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მომავალი წლის 15 იანვარს განახლდება.