სკოლამდელი აღზრდის სააგენტო - ბაგა-ბაღებში ტექნიკური სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის
ბაგა-ბაღებში ტექნიკური სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გორის 13 საბავშვო ბაგა-ბაღში, უსაფრთხოების მიზნით, წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები უფრო თანამედროვე ტიპის ტექნიკით ჩანაცვლდება.
„სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, „საქგორგაზის“ წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაამოწმა საბავშო ბაგა-ბაღების გაზმომარაგების სისტემა და ტექნიკა.
საბავშვო ბაღებში ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოები ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს, აქედან გამომდინარე, სწავლა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნულია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციაში.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის 13 საბავშვო ბაღში გაზის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდებოდა.