სხირტლაძემ გაიტანა, ვაწაძე დაბრუნდა, ლობჟანიძე დამარცხდა
სხირტლაძემ გაიტანა, ვაწაძე დაბრუნდა, ლობჟანიძე დამარცხდა

დანიაში საფეხბურთო სუპერლიგის სეზონი განახლდა. მე-20 ტურის შეხვედრაში „სილკებორგმა“ JYSK park-ზეოლბორგი“ მიიღო და დაძაბულ დაპირისპირებაში დაამარცხა.

დავით სხირტლაძე „სილკებორგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში მე-7 წუთზე სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა. სხირტლაძე, რომელიც „სილკებორგის“ ვებგვერდის ცნობით, ბევრს მოძრაობა, მწვრთნელმა 72-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე შეიყვანა, რომელიც მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

საბოლოოდ, „სილკებორგმა“ 3:2 გაიმარჯვა, 23 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ კი „კოპენჰაგენს“ ესტუმრა და 1:5 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 80-ე წუთზე შეცვალეს. „რანდერსმა“ ჯერ მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.