„სკანდინავიური ავიახაზების“ (SAS) მფრინავების გაფიცვამ 340 ათასზე მეტი მგზავრი დააზარალა
„სკანდინავიური ავიახაზების“ (SAS) მფრინავების გაფიცვამ 340 ათასზე მეტი მგზავრი დააზარალა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ავიაკომპანიის მფრინავები უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები არიან, რის გამოც გაუქმდა 3800-ზე მეტი ავიარეისი.
დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში 1400-მდე მფრინავმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა 26 აპრილს გამოაცხადა. ამჟამად, ავიაკომპანიის ხელმძღვანელებსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სკანდინავიური ავიახაზები“ რეგიონის უმსხვილესი ავიაკომპანიაა. ავიაკომპანიის აქციების 50 პროცენტი შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის მთავრობებს ეკუთვნის.
ანალიტიკოსების შეფასებით, გაფიცვის გამო „სკანდინავიური ავიახაზების“ ზარალმა შესაძლოა, რვა მილიონ დოლარს გადააჭარბოს.