სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ, რომ უკრაინას მიეცეს ნებართვა რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს
სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ, რომ უკრაინას მიეცეს ნებართვა რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელოს

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ რუსეთის სიღრმეში, სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებისთვის უკრაინისთვის ნებართვის მიცემას.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ოდესაში შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ისლანდიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი მანძილის მოქმედების იარაღის გამოყენებაზე ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნას.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მინისტრებთან, რომლებიც აქ იმყოფებიან, ჩვენ, ყველანი, თანამოაზრეები ვართ: ყველა მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას – დასავლური იარაღის გამოყენებაზე ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნას გარკვეული სამხედრო მიზნების მისაღწევად. რუსეთი ჰაერში სრული დომინანტია. ისინი ყოველდღიურად ბომბავენ ჩვენს სამხედროებს მართვადი რაკეტებით, მასირებულად. ამის შესაჩერებლად ერთ-ერთი ქმედითი გზა არის უკრაინისთვის ნებართვის მიცემა, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ“, – განაცხადა სიბიგამ.

რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემა უკრაინის პრეზიდენტის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი ელემენტია.