გაერო-მ სუდანიდან პერსონალის ნაწილი გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი ნიუს არაბია“ ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია სუდანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო გადაწყდა.
მანამდე ხართუმში მდებარე საელჩოდან პერსონალის ნაწილის გაყვანა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც. ლონდონმა სუდანში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
სუდანში ვითარება 3 ივნისის შემდეგ დაიძაბა, რა დროსაც, პოლიციამ ოპოზიციის მჯდომარე აქციის მონაწილეები დაარბია. გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. შედეგად, 50-დან 100-მდე ადამიანი დაიღუპა.