სირიული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ დამასკოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე გახდა ქვეყნის დედაქალაქში მაზესა და ქუდსაიას რაიონები. სირიის მედია წერს, რომ დაიბომბა ორი საცხოვრებელი სახლი.
ამ დროისთვის მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა დადგენილი არ არის.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ავიაციამ დამასკოს გარეუბანში საიდა ზეინაბის რაიონი დაბომბა. გავრცელებული ცნობით, სამიზნე იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტები.
სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემა ასევე გააქტიურდა ქალაქ ჰომსშიც.