სირიული მედიის ცნობით, დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა
სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის ორი უბნის: მაზესა და ქუდსაიას დაბომბვის შედეგად კიდევ 16-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე საცხოვრებელი სახლები გახდა. კერძო საკუთრებას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიადგა.
პარალელურად, ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე დაჯგუფება „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები და სამეთაურო ცენტრები იყო.