სირიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელმა ქვეყნის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი დაბომბა, რასაც ხუთი ჯარისკაცი ემსხვერპლა
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა ხუთი სამხედრო, ერთი კი დაშავდა.
სირიის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა და მისი სამიზნე სირიაში, ლიბანის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში სირიაზე საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.