სირიის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის ავიაიერიშებმა სირიის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია
სირიის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის ავიაიერიშებმა სირიის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია

აშშ-ის ავიაიერიშებმა სირიის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია. ამის შესახებ აღნიშნულია სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა სირიის არმიის რამდენიმე ჯარისკაცი, ასევე დაზიანდა კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები.

„აღმოსავლეთ სირიაში ამერიკული თავდასხმების სამიზნე ტერიტორია არის იგივე ტერიტორია, სადაც სირიის არაბული არმია ებრძვის ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ნარჩენებს. ეს ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და მისი სამხედრო ძალები არის ამ ორგანიზაციის მოკავშირე და ისინი მუშაობენ მისი, როგორც საველე არმიის აღორძინებაზე, იქნება ეს სირიაში თუ სხვაგან“, – აღნიშნულია სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.