სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის მიერ ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო
სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დამასკოს აეროპორტის მახლობლად ისრაელის მიერ ნასროლი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ხელისუფლება მომხდარს ისრაელის მხრიდან დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განხორციელებულ „აგრესიის აქტად“ აფასებს.
სირიის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.