სირიის ქალაქ ჰომსში გაერო-მ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სირიის ქალაქ ჰომსში გაერო-მ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სამოქალაქო ომიდან თითქმის 7 წლის თავზე სირიის ქალაქ ჰომსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ქალაქის ცენტრში, რომელსაც ომის პერიოდში რევოლუციის დედაქალაქიც კი უწოდეს, პარკების განახლება და ბავშვებისთვის ატრაქციონების დამონტაჟემა მიმდინარეობს.

ჰომსის რეაბილიტაცია გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად UNDP-ის მოხალისეებიც მონაწილეობენ.

2011 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე, ჰომსი ალყაში იყო მოქცეული.

გაერო-სა და წითელი ჯვრის ინიციატივით, სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა.

სწორედ ამ პერიოდში ქალაქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქის ნაწილი განადგურებულია.

600 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მშობლიურ ქალაქ ჰომსში 2017 წლის სექტემბერში დაბრუნდა.