სირიის მოვლენების გამო, დონალდ ტრამპი ლიმაში დაგეგმილ სამიტზე არ ჩავა
სირიის მოვლენების გამო, დონალდ ტრამპი ლიმაში დაგეგმილ სამიტზე არ ჩავა

სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პერუში 13-14 დაგეგმილ ამერიკის სამიტს არ დაესწრება. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.

„პრეზიდენტი ტრამპი ლიმაში დაგეგმილ ამერიკის სამიტს არ დაესწრება. ის ასევე არ ჩავა კოლუმბიაში, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

პრეზიდენტის თხოვნით, მის ნაცვლად ამ ღონისძიებებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება“, – განაცხდა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, დონალდ ტრამპი ამერიკაში რჩება და სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის საპასუხო ზომებზე მუშაობს.