სირიის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა, არიან დაღუპულები
სირიის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა, არიან დაღუპულები

სირიის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაღუპულთა შორის არის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი და რამდენიმე ირანელი დიპლომატი.

გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი, რომელიც ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე რამდენიმესართულიან შენობას ფარავს.

სირიის მედია წერს, რომ ისრაელის ავიაგამანადგურებელმა ირანის საკონსულოზე დარტყმები გოლანის მაღლობების მხრიდან მიიტანა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს და მთელი შენობა გაანადგურა.

ამჟამად ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.