სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელმა ალეპოს აეროპორტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა
სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელმა ალეპოს აეროპორტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელმა ალეპოს აეროპორტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მედიის ცნობით, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ალეპოს აეროპორტზე უკვე მეორე იერიშია.

სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა საჰაერო დარტყმა ხმელთაშუა ზღვიდან განახორციელა, რის შედეგადაც აეროპორტს მატერიალური ზიანი მიადგა და მუშაობა შეწყვიტა.

აეროპორტს ხუთშაბათს განხორციელებული დარტყმის შემდეგ მუშაობა ახალი აღდგენილი ჰქონდა.

ისრაელის ხელისუფლებას სირიის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ხუთშაბათს სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელმა დაბომბა ქვეყნის ორი მთავარი საერთაშორისო აეროპორტი დამასკოსა და ალეპოში.

როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული აეროპორტები არა მხოლოდ ემსახურებიან სამოქალაქო ავიაციას, არამედ იქ განთავსებულია სამხედრო ბაზები, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, წარმოადგენენ სატრანზიტო პუნქტებს დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ ირანული იარაღის მისაწოდებლად.