სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ დარააში მეამბოხეებისთვის წართმეული იარაღი საჯაროდ გამოფინა. მათ შორისაა ჯავშანტექნიკა, რაკეტები, მოიერიშე შაშხანები, ხელყუმბარები და სხვადასხვა საბრძოლო იარაღი.
სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ იარაღის ნაწილი თავად მეამბოხეებმა საწყობში დატოვეს, როცა ქალაქიდან გაიქცნენ.
სირიის ჯარმა მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაცია თებერვლიდან დაიწყო, რაშიც ავიაციაც ჩართულია. სპეცოპერაციის ფარგლებში 2000-ზე მეტი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი ბავშვები და ქალები არიან.