სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებისას ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აფეთქება მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, გზის პირას პატრულირების დროს მოხდა. აღნიშნულ რეგიონში თურქეთმა ოქტომბერში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა.
მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა.