სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დროს, თურქეთი რუსეთთან კოორდინაციაში იქნება
სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დროს, თურქეთი რუსეთთან კოორდინაციაში იქნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აფრინის რეგიონში ოპერაციას რუსეთი არ შეეწინააღმდეგება და ადგილზე რუსი დამკვირვებლებიც იქნებიან.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო ოპერაცია კოორდინაციაში იქნება ირანთანაც.
ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის მიმართ პირდაპირი უნდობლობა კვლავ გრძელდება.
სირიის ომში ნატო-ელი მოკავშირეები, თურქეთი და აშშ ერთ მხარეს იბრძვიან და ამბოხებულებს ეხმარებიან, თუმცა ვაშინგტონის მიერ სირიელი ქურთების შეიარაღებამ ანკარა გააღიზიანა.
თურქეთმა სირიის მოსაზღვრე ჰატაის რეგიონში ტანკები განალაგა.