სირიელმა დრუზებმა ელ-სუვაიდაში მასშტაბური ანტისახელისუფლებო აქცია გამართეს.
საპროტესტო მსვლელობას 2 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
დემონსტრაციის მონაწილეებმა ყოფილი პრეზიდენტის ძეგლიც ჩამოაგდეს.
ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება რამდენიმე კვირის წინ, საწვავზე სუბსიდირების მოხსნამ განაპირობა, რამაც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.