სირიაში თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 215-ს მიაღწია. როგორც სირიის ხელისუფლება და უფლებადამცველები აცხადებენ, ქალაქ სუვეიდაში რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა 50 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 215-მდე გაიზარდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, 25 ივლისს მოწყობილი თავდასხმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სირიაში მოწყობილ ტერაქტებს შორის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
მოკლულთა შორი 127 მშვიდობიანი მოქალაქეა. კიდევ 180 დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება სუვეიდას სურსათის ბაზარში მოხდა. ტერორისტები ასევე დაესხნენ თავს ქალაქის შემოგარენში მდებარე უბნებს.