სირიაში რუსულ ავიაიერიშს სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ავიაიერიშს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სოფელ ალ-შაფაჰზე. ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 21 ბავშვია.
სოფელი დეირ ელ-ზორში მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი ბოლო პროვინციაა, სადაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერიტორიები უკავია.
მანამდე რუსულმა მხარემ მათ მიერ განხორციელებული საჰაერო იერიში დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სამიზნე მხოლოდ სამხედროები და მათი სამყოფელი იყო.
ხანგრძლივ სამოქალაქო ომში რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
მომდევნო კვირას ჟენევაში მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი, თუმცა, მსგავსი შინაარსის წინა შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.