სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი – მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე.
ადგილობრივები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.
მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტი, 1 500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა.