სიონის საკათედრო ტაძარში თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სიონის საკათედრო ტაძარში იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.