სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.