სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ იწვიმებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი.

6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვისა და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.