სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები დროგამოშვებით წვიმასაც ელოდებიან, თუმცა, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ტემპერატურა მოიმატებს.

„დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შემორჩება კვლავ წვიმიანი ამინდი. სამაგიეროდ, ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 24-27 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება უახლოესი დღეების განმავლობაში, დროგამოშვებით იწვიმებს, მაგრამ ძლიერ და ინტენსიურ წვიმებს არ ველოდებით. ტემპერატურა მაღალი შენარჩუნდება, განსაკუთებით აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისშიც დროგამოშვებით იწვიმებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.