სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 მარტს მცირე ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს +18 გრადუსამდე დათბება.
23 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდენლი.
ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.