სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 27 ნოემბრიდან გამოიდარებს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 28-29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა, აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.