გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდის გაუმჯობესება დღის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების მართვის სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გასულ ღამეს თბილისში მინიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი დაფიქსირდა. მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით ჩრდილო-დასავლეთიდან ძლიერი ქარი ქრის. დღის განმავლობაში ქარი შესუსტდება და დღის ბოლოს ჩადგება.
ამ დროისათვის, უხვი ნალექი მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე რჩება.
„ქარბუქისა და ნაკლები ხილვადობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.