გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.