სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.