სინოპტიკოსების პროგნოზით, ღამის საათებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, – ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია, ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.