სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან კი სეტყვა 21 ივნისამდე არის მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნება წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსი იქნება.