სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს მცირე ნალექი, მომდევნო დღეებში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.
სააგენტოს ცნობით, 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 იანვარს, დილის საათებში თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. თბილისში 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.