სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო აღმოსავლეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
სააგენტოს ინფორმაციით, 19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.