სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-11 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.